მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსის ტესტი 21 პაციენტს გაუკეთდა, აქედან 19-ს COVID-19 არ დაუდასტურდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე დაგეგმილია ტესტირების გაკეთება 11 პაციენტზე.

„გუშინ ჩვენთან ჩატარდა 21 პაციენტზე ტესტირება COVID-19-ზე. აქედან 19 პაციენტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და ორ პიროვნებასთან დადასტურდა. ჩემთვის არ არის ცნობილი დანარჩენი ორი პაციენტი სად არის. ეს ორი პაციენტი, ჩვენთან მოთავსებული პაციენტის კონტაქტია.

ახლა დაახლოებით 10-დან 11-მდე ცხვირ-ხახის ნაცხი იყო ტესტირებისთვის ასაღები. მაგრამ აღების პერიოდში თუ პაციენტი კიდევ შემოდის, ემატება. ამ ეტაპზე 10-ია მაგრამ შეიძლება სანამ აღება დამთავრდება, 2-3 პაციენტის შემატება ხდება. იცით, რომ ორ ეტაპად კეთდება ანალიზები, დილით და საღამოს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა