კორონავირუსის გამო, ლას-ვეგასში არსებული ყველა სამორინე დაიხურა

კორონავირუსის საფრთხის გამო, აშშ-ის შტატ ნევადის ხელისუფლებამ კომერციული ობიექტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად შტატის ყველა სამორინე, რესტორანი და არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კომერციული ობიექტი დაიხურა. ამ გადაწყვეტილების გამო აშშ-ის აზარტული თამაშების დედაქალაქად წოდებულ ქალაქ ლას-ვეგასში ყველა სამორინე 30 დღის განმავლობაში აღარ იმუშავებს.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 105 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის გამო ლას-ვეგასში არსებული ყველა სამორინე დაიხურა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა