სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, საბრძოლო მასალისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, აგრეთვე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული მ.ჯ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 16 წლით პატიმრობის აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული მ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.ჯ.-მ 2019 წლის 10 ივლისს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ქ.თბილისში, გიორგი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზოში მყოფ - გ.ძ.-ს, გ.ბ.-ს და დ.დ.-ს მიმართულებით საბრძოლო ხელყუმბარა ისროლა, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა. მ.ჯ.-ს ქმედების შედეგად სამივე პირმა სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიიღეს.

ასევე დადგინდა, რომ მ.ჯ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის ე.წ „გადაჭრილი თოფი“, რომელსაც 2019 წლის 10 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთში, ე.წ. სამთავრობო აგარაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

სამართალდამცველებმა მ.ჯ. 2019 წლის 10 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს