იმ ადგილებში, სადაც მგზავრების ჭარბი რაოდენობა ფიქსირდება, ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება

იმ ადგილებში, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა ფიქსირდება, ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადის შესახებ სტატისტიკა ყოველდღე კეთდება და ავტობუსების დამატების თაობაზე გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღება.

„ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ სტატისტიკას თუ როგორი ნაკადია მუნიციპალურ ტრანსპორტში. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ რეგიონებსა და მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, ავტობუსები დაემატება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა