ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის სტაბილურია იმ ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინიტრაციაში განაცხადა, სადაც ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

„დღისთვის, როგორც იცით, დაფიქსირდა დამატებით, კიდევ 4 შემთხვევა. ამ ფაქტს, ერთი დადებითი მხარე აქვს ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, თუ რომელი კლასტერიდან არიან პაციენტები. ორი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია. მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდგეგ ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისინი კორონავირუსის მატარებლები არიან.

პირველი პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა კორონავირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და რეციდივი, ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას და და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელებიც შედარებით საყურადღებო არიან, სტაბილურია და ამ შემთხვევაშიც, ჩვენ დამაიმედებელი პროგნოზი გვაქვს. რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის შესახებ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს