საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 8-12 დღეში კლებისკენ წავა

საფრანგეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 8-12 დღეში კლებისკენ წავა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიერ ვერანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის საფუძველს ის ზომები იძლევა, რომელიც ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო.

„საჭიროების შემთხვევაში ჩავერევით, რომ დავრწმუნდეთ ხალხი გამოცხადებულ ზომებს ემორჩილება. როცა ფანჯრებიდან ვიყურები, ვხედავ, რომ ხალხი თანდათან ასრულებს რეკომენდაციებს“,-აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, საფრანგეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 7730 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 8-12 დღეში კლებისკენ წავა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა