აშშ-ის სახაზინო მდივანი - თუ სახელმწიფო სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს, კრიზისმა შეიძლება „დიდი დეპრესიით“ და მეორე მსოფლიო ომით მიყენებულ ზარალს გადააჭარბოს

„აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების გამოყოფის გარეშე, კორონავირუსის გამო ქვეყანაში უმუშევრობის დონე 20%-ით გაიზრდება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა. მან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს მოუწოდა, ეკონომიკის სტიმულირებისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 1 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფას დაუჭირონ მხარი.

მნუჩინის თქმით, ეს თანხა აშშ-ის მოსახლეობას კრიზის დამარცხებაში დაეხმარება და თითოეული მოქალაქე ფულად დახმარებას მიიღებს. ამასთანავე, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ეკონომიკის წახალისებასა და ავიაკომპანიებს მოხმარდებათ, რომლებიც გაკოტრების პირას არიან.

„თუ სახელმწიფო სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და ეკონომიკური ზარალი არამხოლოდ 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისზე მეტი იქნება, არამედ მან შეიძლება „დიდი დეპრესიითა“ და მეორე მსოფლიო ომით მიყენებულ ზარალსაც კი გადააჭარბოს“,-განაცხადა მნუჩინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა