ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავენ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

მათივე ინფორმაციით, ყველა საელჩოში ,ისევე როგორც საგარეო უწყებაში, მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი.

„6 ქართველი სტუდენტი, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

აღნიშნულმა მოქალქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეგვიპტეში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეგვიპტესა და სომხეთში საქართველოს საელჩოების ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობა დახმარებას გაუწევს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას საქართველოს მთავრობა გაუწევს დახმარებას.

აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საელჩოში, ისევე როგორც საგარეო უწყებაში, მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი. მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 294 5050“, - აღნიშნავენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო: ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო