სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ცალკე აღებული კომპანიის მხრიდან იყო არაკეთილსინდისიერი ქმედების რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, ამ რთულ პერიოდში ცდილობენ, დამატებითი სარგებელი და მოგება უზრუნველყონ თავიანთი თავისთვის.

“თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენს ბიზნესში არის ბევრი სამაგალითო შემთხვევაც, როდესაც სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა მოქალაქესთან და სახელმწიფოსთან ერთად უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზარდა, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი გახარიამ.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება.

აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ დაუშვილი დღეს გამართავს.

„ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც, ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარ ინიციატივებს წარადგენს. იზრდება იმ თხოვნების რაოდენობა, რომლითაც მოგვმართავენ როგორც აქ, ადმინისტრაციაში, ასევე მერიაში და კონკრეტულ სამინისტროებში. შესაბამისად, ამ მიზნით იქმნება პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის მიზანია, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები ზიანით დავძლიოთ ეს გამოწვევა და კრიზისი. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა