კობა გვენეტაძის განცხადებით, კორონავირუსიდან გამომდინარე, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, კორონავირუსიდან გამომდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ამ სიტუაციიდან საქართველო მინიმალური დანახარჯებით გამოვა.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური გუნდი სრულად მზადყოფნაშია იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელსაც პანდემია ქმნის ეკონომიკისათვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზრდა იქნება უფრო დაბალი ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ამ სიტუაციიდან საქართველო გამოვა მინიმალური დანახარჯებით და ზრდა, რომელიც ამის შემდეგ იქნება, იქნება დინამიური და მაქსიმალურად მაღალი“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა