31 მაისამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, 31 მაისამდე საერთაშორისო მნიშვნელობის, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის, მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის დროებით ჩაკეტვაა საჭირო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დროის ამ მონაკვეთში სატვირთო ავტოტრანსპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზებით ისარგებლებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ6-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, საჭიროა, 2020 წლის 31 მაისამდე საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის დროებით ჩაკეტვა მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის.

სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დროის ამ პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზების გამოყენებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედემხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო