საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები მას შემდეგ დანიშნოს, რაც არსებულ კანონში ცვლილებები შევა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები დანიშნოს მას შემდეგ, რაც დანიშვნის პროცედურების შესახებ არსებულ კანონში ცვლილებები შევა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების ტიტუს კორლატეანის და კლოდ კერნის განცხადებაშია ნათქვამი.

თანამომხსენებლები ასევე მიესალმებიან მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ დაინიშნოს დამატებითი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საპარლამენტო სესიის დროს. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დანიშნოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები მას შემდეგ, რაც დანიშვნის პროცედურების შესახებ არსებულ კანონში შევა ცვლილებები წინა დანიშვნის დროს მომხდარი ხარვეზების გამოსწორების მიზნით.

მომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააგრძელონ მოსამართლეების დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერების გზები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო