ირაკლი კობახიძე - პარლამენტის მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება რომც მივიღოთ, სასწრაფო წესით ვერ ამოქმედდება

ბუნებრივია, რომც მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით ის ვერ ამოქმედდება, ამას დასჭირდება სათანადო პლატფორმის, სათანადო სოფტების შექმნა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტის ონლაინ საქმიანობაზე გადასვლის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გასაანალიზებელია ბევრი ფაქტორი, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების საკითხიც.

"ჩვენ ვმსჯელობთ კანონპროექტზე და ყველა საკითხი ზედმიწევნით გასაანალიზებელია, რაც დაკავშირებულია კონსტიტუციურობასთან, ასევე უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკაც, თვითონ წამომადგენლობითი ორგანოს არსი, რა არის და მისი ფორმის სტანდარტული წესი რა არის, ამ ყველაფერს გავიაზრებთ, ასევე, კიბერსაფრთხეებიც უნდა გავითვალისწინოთ, ამ ყველაფერს გავიაზრებთ და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას რეგლამენტში ამ ცვლილების მხარდაჭერის თაობაზე. მაგალითად, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ პარლამენტი იკრიბება, შეკრების სხვაგვარი განმარტება შეიძლება არ იყოს თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, ამას უნდა ჩავუღრმავდეთ და გავაანალიზოთ ამ ტერმინის შინაარსი. თუ ჩვენ შეკრებას სხვაგვარად განვმარტავთ, შეიძლება მოგვიანებით სხვა ტერმინებიც, დასწრება, მოწვევა და ა.შ. სხვაგვარად განიმარტოს. ეს არ არის მარტივი საკითხი, სჭირდება ჩაღრმავება," - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონპროექტში მითითებულია, რომ მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება დისტანციური ფორმით საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა და ამ ფორმით მუშაობა ამის იქით არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს, თუმცა, ამ ჩანაწერშიც შესაძლოა, არსებობდეს რისკები, რაც გასაანალიზებელია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, ტექნიკური მხარეც.

"ამისთვის უნდა შეიქმნას შესაბამისი პროგრამა, ეს არის ტექნიკური მხარე და ტექნიკური მხარეც არის მნიშვნელოვანი, თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შინაარსობრივი მხარე. როგორც მოგეხსენებათ, ისტორიულად წარმომადგენლობითი ორგანოები მუშაობენ ტრადიციული შეკრების ფორმით. აქ კორექტივების შეტანა საჭიროებს განსაკუთრებულ ანალიზს.

ბუნებრივია, რომც მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით ის ვერ ამოქმედდება, ამას დასჭირდება სათანადო პლატფორმის, სათანადო სოფტების შექმნა, ბუნებრივია, ეს ვადები უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამის პროექტში,"- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს