მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეამციროს წინასწარი დაკავების გამოყენება, რაც ხშირად ხდება და ეჭვს აჩენს, რომ შეიძლება პოლიტიკური მოტივებით იყოს გამოყენებული

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეამციროს წინასწარი დაკავების გამოყენება, რაც ჯერ კიდევ ხშირად ხდება, წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან და აჩენს ეჭვს, რომ ის შეიძლება პოლიტიკური მოტივებით იყოს გამოყენებული. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების ტიტუს კორლატეანის და კლოდ კერნის განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, მომხსენებლები მიესალმებიან ხელისუფლებისა და მმართველი უმრავლესობის მზაობას შემუშავდეს ადმინისტრაციული კანონდარღვევების შესახებ ახალი კანონი, რადგან მოქმედი კანონი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაშია შექმნილი და ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს – იძლევა რა მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო