სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი აირჩევს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი აირჩევს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (84 მომხრე) პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, რეგლამენტს ემატება 208 პრიმა მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა პარლამენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის ერთ ან რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს, საიდანაც პარლამენტი ერთ მათგანს აირჩევს. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გათვალისწინებულია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატ(ებ)ის საკომიტეტო მოსმენებიც და დგინდება ამ კანდიდატ(ებ)ის რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრის კენჭს. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

თუ კენჭისყრის შედეგად მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტის წევრთა ხმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ზემოაღნიშნული პროცედურა ხელახლა იწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა