ნათია თურნავა - საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს და შექმნის აუცილებელ მარაგს - საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში პირბადების დამზადებაში ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული.

როგორც მან აღნიშნა, პირბადების პირველი პარტია გადანაწილებული იქნება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოში ადგილობრივი პირბადეების კერვის პროგრამა და ხვალ უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო არის „აჭარა ტექსტილი“. მე ფოთში ჩავალ ხვალ და ვესტუმრები ამ საწარმოს, რათა პირბადეების პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო. მინდა ვთქვა, რომ ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული ამ პროგრამაში და ასევე, რამდენიმე კომპანია, ვისაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული. ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი პარტია იქნება შეძენილი თვითონ სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტი შეხება მაღალი რისკის კატეგორიასთან. საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომელსაც აქვს თავისი გამოყენების ინსტრუქცია და რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას ვინც ამ პროგრამაში ერთვება იმიტომ, რომ ბევრი კომპანიაა, რომელიც უანგაროდ მონაწილეობს კერვაში. მაგალითად, „აჭარა ტექსტილი“ . მათ გამოთქვეს სურვილი, რომ გარკვეული რაოდენობა შეკერონ უსასყიდლოდ. ასევე კომპანიები, ვინც გვაწვდის ნედლეულს, აქაც გარკვეული მოცულობა იქნება უსასყიდლოდ მოწოდებული და სწორედ ეს არის იმ კონსოლიდაციის და ერთსულოვნების გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო