ნათია თურნავა - აქცენტი გაკეთდება იმ პროდუქციის საქართველოში წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აქცენტი გაკეთდება ადგილზე იმ პროდუქციის წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პროექტების ჩამონათვალს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენენ.

თურნავას განმარტებით, ადგილობრივად შესაბამისი პროდუქციის წარმოება განვითარდება იმ მიზეზით, რომ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული.

„აუცილებლობაა ის, რასაც ვხედვათ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებზე, მათ განვითარებაზე ან აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნააა დღესდღეობით, იმისათვის, რომ იმპორტზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული. ამ დარგების, ამ პროქტების ჩამონათვალს ჩვენ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ. ასევე, დავალება მივიღეთ მე და ჩემმა კოლეგამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომ ჩვენი პროგრამები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში იმდაგვარად გადავაწყოთ, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი. ეს იქნება კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება, თუ რაიმე სხვა“, - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს