კახა კალაძე - ავტობუსების ნაკლებობა ან საწვავის პრობლემა ნამდვილად არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!

დღეს ავტობუსების ნაკლებობა ან საწვავის პრობლემა ნამდვილად არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას იმასთან დაკავშირებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე გაზრდილი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე ხომ არ იგეგმება ავტობუსების დამატება დედაქალაქში.

მისივე განმარტებით, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს გადაადგილებისგან.

„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე და აქ, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერა და დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება. მე მგონი ყველა ვხვდებით, რომ დღეს ავტობუსების ნაკლებობა ან საწვავის პრობლემა ნამდვილად არ გაგვაჩნია. შესაბამისად რატომ ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება? ისევ და ისევ საზოგადოების, თქვენი, მოსახლეობის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მე გუშინ ვისაუბრე და დღესაც გავამახვილებ ყურადღებას, რომ მარტო ხელისუფლება ამ ბრძოლაში ვერ იქნება წარმატებული. მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა. ისევ და ისევ თქვენი ჯანმრთელობის თქვენი სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დარჩით სახლში! ეს არის ჩემი მოწოდება",-განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო