ნათია თურნავა - საკარანტინე სივრცეების მიწოდება გაიზარდა და პირობებიც გაცილებით მისაღებია

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კარანტინში მყოფი პირებისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი.

მისივე განცხადებით, საკარანტინე სივრცეების რაოდენობა გაზრდილია.

„კორონავირუსთან ბრძოლის ჩვენი მთავარი სტრატეგია ეფუძნება პრევენციას. პრევენცია და არდაშვება ვირუსის გავრცელების არის მთავარი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ შედარებით სწრაფად დავძლიოთ ეს გამოწვევა. საფრთხე საკმაოდ სერიოზულია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ პრევენციის ღონისძიებები განხორციელდეს შეუფერხებლად. ამ მიმართულებით ჩვენ ვიყენებთ ყველა რესურს. დღესდღეობით ძალიან კარგია, რომ ბევრი სასტუმრო მოდის ჩვენთან თანამშრომლობაზე. თავიდან იყო გარკვეული კითხვები, თუ როგორ იქნებოდა ორგანიზებული კარანტინი და დღეს ისინი ხედავენ, რომ ძალიან ორგანიზებულად, ყველა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვით და უსაფრთხოდ ხდება კარანტინის ორგანიზება. ძალიან მაღალია ნდობა ჩვენი სასტუმროების მხრიდან მთავრობის მიმართ და იმ უწყებების მიმართ, ვინც კარანტინზეა პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, საკარანტინე სივრცეების მიწოდება გაიზარდა და პირობებიც არის გაცილებით მისაღები ჩვენთვის. იქ, სადაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ჩვენ რესურსი ნამდვილად არ გვენანება და გვაქვს საკმარისი. ამ შემთხვევაში ბიუჯეტიდან იხარჯება თანხა, მაგრამ სასტუმროები აცხადებენ მზადყოფნას, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამაში, - აღნიშნა თურნავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო