ნათია თურნავას განცხადებით, კომუნალური გადასახადების გადავადებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკითხი, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

როგორც თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კერძო კომპანიებსაც რთული პერიოდი უდგათ, რადგან ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული. ბევრი ფინანსური პრობლემა დაგვიდგა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან ამას და სამი თვით ხდება სესხების რესტრუქტურირება. ასევე ის, რომ ჩვენ ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და ბიზნესებმა მაქსიმალურად შეინაჩუნონ თავისი მუშა მოსამსახურეები და გადაიხადონ ხელფასი.

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, მაგალითად, „თელასი“, „ენერგო -პრო“ თუ „თბილისის ენერჯი“, ესენი კერძო კომპანიები არიან და მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, როგორც სხვა ბიზნესს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ან არ უნდა იქნეს გადახდილი, არ დგას“, - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა