არასრულწლოვან შვილზე ძალადობასა და მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვან შვილზე განხორციელებულ ძალადობასა და მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალდებული ბ.ბ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის დეკემბერში, ქ. გორში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ. - მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა.

„ასევე, 2020 წლის 13 იანვარს, ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ.ბ. - ს.

სამართალდამცველებმა ბ.ბ. 2020 წლის 14 იანვარს, ქალაქ გორში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბ.ბ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა