პაკისტანის პრემიერი - ჩვენ ქალაქებს ვერ ჩავკეტავთ, ხალხი შიმშილით დაიხოცება - ჩვენს ქვეყანაში სიღატაკეა

პაკისტანი ვერ შეძლებს ქალაქების ჩაკეტვას კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

იმარ ხანის თქმით, ასეთი ქცევით, ქვეყანას ეკონომიკური შოკი დაემუქრება.

„თავდაპირველად ვფიქრობდით ქალაქები ჩაგვეკეტა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ადამიანები შეიძლება ამით კორონავირუსისგან ვიხსნათ, თუმცა ისინი შიმშილით დაიხოცებიან. ჩვენ არ გვაქვს ისეთი პირობები, როგორიც აშშ-სა და ევროპას. ჩვენს ქვეყანაში სიღატაკეა“,-აღნიშნა ხანმა.

მანვე მოსახლეობას მოუწოდა შეეგუონ, რომ ვირუსი გავრცელდება და ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

„ვირუსი გავრცელდება, გთხოვთ ეს გაიაზრეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთ ქვეყნებში, რომელსაც უკეთესი სამედიცინო სისტემა აქვთ და უფრო ძლიერი საავადმყოფოები, ვირუსი სწრაფად ვრცელდება. იცოდეთ, რომ აქაც ასე მოხდება“,-აღნიშნა ხანმა.

შეგახსენებთ, გუშინ პაკისტანის პრემიერმა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა განვითარებად სახელმწიფოებს ვალები ჩამოაჭრან.

იხილეთ ვიდეო: პაკისტანის პრემიერი: ჩვენ ქალაქებს ვერ ჩავკეტავთ, ხალხი შიმშილით დაიხოცება, ჩვენს ქვეყანაში სიღატაკეა

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს