ლევან დავითაშვილი - ხაზგასმით მინდა ვთქვა, სასურსათო მომარაგების კუთხით არანაირი რისკი არაა - პანიკა და არასწორი მოქმედებები ხშირად ქმნის გარკვეულ პრობლემებს და დროებით შეფერხებებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასურსათო მომარაგების კუთხით ქვეყანაში არანაირი რისკი არ არსებობს.

როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი ეკონომიური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე ზოგიერთი პროდუქტის ნაკლებობა იმის გამოა, რომ სეზონი მიიწურა.

„სეზონურად ბევრი რამ იცვლება. საქართველო ძირითადად სასოფლო - სამეურნეო თუ აგროპროდუქტების მომარაგების კუთხით ზოგიერთ მიმართულებაში დეფიციტს ზამთარში განიცდის ხოლმე. ამისთვის დაიწყო სასათბურე სიმძლავრეების გაზრდა ქვეყანაში, როელიც ფაქტობრივად გაასმაგებულია, მაგრამ აქ კიდევ არის სივრცე. გაზაფხულიდან სასურსათე კალათაში ფაქტობრივად მთლიანად შემოდის ადგილობრივად წარმოებული ხილი, ბოსტნეული და სხვა პროდუქტები, რომელიც მთლიანად ანაცვლებს ხოლმე იმპორტს. ასე რომ, ჩვენ ახლა გვაქვს სეზონის მიწურულს ზოგიერთი პროდუქტის ნაკლებობა. მაგალითად, ესაა კარტოფილი, რომელიც დაახლოებით რამდენიმე კვირაში უნდა გვქონდეს ახალი მოსავალი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ, სასურსათო მომარაგების კუთხით ქვეყანაში არანაირი რისკი არ არსებობს. მხოლოდ პანიკა და არასწორი მოქმედებები ხშირ შემთხვევაში ქმნის გარკვეულ პრობლემებს და დროებით შეფერხებებს”,- განაცხადა დავითაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს