თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ჯგუფები მომმარაგებელი კომპანიის მიერ ბაღებში პროდუქტის შეტანას ამოწმებენ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ჯგუფები მომმარაგებელი კომპანიის მიერ ბაღებში პროდუქტის შეტანას ამოწმებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, მონიტორინგის მიზანია სათანადო და შესაბამისი რაოდენობის პროდუქტით მომარაგება, დასაწყობება, დაფასოება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური უსაფრთხოების წესების დაცვა.

„ხვალიდან საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ მერის ინიციტივის შესაბამისად, მიიღონ მათი შვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნაკრები. პაკეტები ეტაპობრივად გაიცემა და აღსაზრდელების ოჯახებს ბაღების ადმინისტრაციებიდან ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს მშობლებს, გაითვალისწინონ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ბაღის ადმინისტრაციის ინსტრუქციებს, დაიცვან დისტანცია სხვა პირებისგან და ბაღში წინასწარ შეთანხმებულ დროს გამოცხადდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს