პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა

მართლწესრიგის დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს იმ დამატებითი შესაძლო ზომების მიღებაზე, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის იძულების წესით კარანტინში გადაყვანილია 100-მდე მოქალაქე.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან ახლობლებს და მთლიანად, საზოგადოებას.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს