მამუკა მდინარაძე - ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი იშვიათად გამოდის საჯარო აქტივობებით, თუმცა არც ერთ ადამიანს ამ თემაში ის არ დაუნახავს, რასაც ზოგიერთი ე.წ. მედიასაშუალება ეძებს

ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი იშვიათად ჩანს ტელეეკრანებზე, იშვიათად გამოდის საჯარო აქტივობებით, თუმცა არც ერთ ადამიანს ამ თემაში ის არ დაუნახავს, რასაც ზოგიერთი ე.წ. "მედიასაშუალება" ეძებს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რითაც პასუხობს კითხვას, რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი.

„მართალია ამ თემის ყოვლად უაზრო პედალირებას მხოლოდ პარტიული ტელევიზიები ცდილობენ და ახლა ამისი დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვეხმაურები, - ერთმა ადამიანმაც კი რომ არ დაიჯეროს ტყუილები, რომელსაც ამ საყოველთაო ერთობის მიუხედავად მაინც არ იშლიან.

ყოველდღე გვეკითხებიან, ვპასუხობთ, მაგრამ მაინც: რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი?

ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი იშვიათად ჩანს ტელეეკრანებზე, იშვიათად გამოდის საჯარო აქტივობებით, თუმცა არც ერთ ადამიანს ამ თემაში ის არ დაუნახავს, რასაც ზოგიერთი ე.წ. "მედიასაშუალება" ეძებს.

„ქართული ოცნება“ მთელი შემადგენლობით აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არსებული გამოწვევების, სადღეისოდ კი ბუნებრივია, მთავარი გამოწვევის, კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სრული კოორდინაციით მიიღება.

რა თქმა უნდა, პარალელურად სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვმუშაობთ და მმართველ პარტიაში გასულ კვირას პარტიის თავმჯდომარის უშუალო ხელმძღვანელობით ორი შეხვედრა გაიმართა. ის შეხვდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის და პოლიტიკური გარემოსთვის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა შტაბის შეხვედრაც.

სხვათა შორის შეხვედრების ფოტოები პარტიის facebook გვერდზეც დევს, თუმცა მეორე დღიდანვე მაინც გავხდით კითხვის ადრესატები - სად არის ბიძინა ივანიშვილი?

,,ქართული ოცნების’’ გუნდი სრულ კოორდინაციაში და აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა მიმართულებით, რათა არსებული გამოწვევები ეფექტიანად იქნას დაძლეული“, - წერს მდინარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო