"სილქნეტის" ნებისმიერი ქსელიდან ცხელი ხაზის ნომრებზე დაკავშირება უფასოა

"სილქნეტმა" ახალი ვირუსის COVID-19-ის საქართველოში გავრცელების პირველივე დღეებიდან ოპერატიულად მიიღო ყველა საჭირო ზომა, უსაფრთხოების წესების დასაცავად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად.

პრევენციულ ნაბიჯებთან ერთად, სილქნეტმა ფიქსირებული და მობილური ქსელიდან უფასო გახადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი და არსებული 10 ფიქსირებული სატელეფონო ხაზი, 40 არხით შეავსო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერი - 116 001 სილქნეტის ქსელში 50 არხით ფუნქციონირებს და სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის.

წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა სპეციალურად შექმნილი COVID-19-ის ცხელი ხაზის ნომერი 0 800 000 018, რომელიც, უფასოა როგორც აბონენტისთვის, ისე წითელი ჯვრისთვის.

სილქნეტის ნებისმიერი ქსელიდან უფასოდ უკავშირდებიან მსურველები ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 და ინფექციური საავადმყოფოს ნომერზე 595 395 566.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე