ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელის დასაგეგმად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელის დასაგეგმად პირველად ჯანდაცვის ქსელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში პჯდ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ზედმეტი ვიზიტებისგან და კონტაქტებისგან თავი შეიკავოს. სწორედ ამიტომ პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია სატელეფონო კონსულტაციის გაწევისთვის. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში კი, უმოკლეს ვადაში, შესაძლებელია როგორც ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა, ასევე ბინაზე ვიზიტის ორგანიზებაც.

„დღეს, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება ამის საჭიროება, გაუწიოს აქტიური სატელეფონო კონსულტაცია. ამდენად, ჩვენი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის არის ის, რომ შეინარჩუნონ აქტიური კონტაქტი ოჯახის ექიმთან, უმჯობესია სატელეფონო სახით და შემდეგ ოჯახის ექიმის რჩევის შესაბამისად მიმართონ სხვა სამედიცინო სამსახურებს. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროტოკოლებზე და გაიდლაინებზე, რომლებიც გამოყენებული იქნება ოჯახის ექიმების მიერ. იგეგმება ონლაინ ტრენინგები როგორც თბილისის, ისე სოფლის ოჯახის ექიმებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ სრული და უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს შემთხვევების მართვა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა ექვემდებარება ჩვეულებრივ, სტანდარტულ, სიმპტომურ მკურნალობას და მისი მართვისთვის განსაკუთრებული პირობები საჭირო არ არის. თუმცა მძიმე შემთხვევებში, მნიშვნელოვანია პაციენტის დროული გადამისამართება შესაბამის დაწესებულებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს