როტერდამში „ევროვიზია 2020“ წელს აღარ ჩატარდება

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ევროპაში არსებული კრიზისის გამო წელს აღარ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ევროპის მაუწყებელთა კავშირი ავრცელებს.

„დიდი მწუხარებით უნდა გაუწყოთ როტერდამში ევროვიზიის სიმღერის ფესტივალის გაუქმების შესახებ. ბოლო კვირების მანძილზე ჩვენ მრავალი ალტერნატივა განვიხილეთ, რომ კონკურსი შემდგარიყო, თუმცა COVID-19-თან არსებული გაურკვეველი ვითარების გამო, და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც მთავრობების მიერ იქნა მიღებული, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, რომ შეუძლებელია ყველაფერი ისე ჩატარდეს, როგორც ჩვენ ვგეგმავდით“,- წერია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, გაგრძელდება განხილვა, რომ მომავალ წელს ევროვიზიის კონკურსს კვლავ როტერდამმა უმასპინძლოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა