აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მასაცუგუ ასაკავას თქმით, ეს პანდემია მთავარ გლობალურ კრიზისად იქცა და მძლავრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე.

„ჩვენს განვითარებად წევრ ქვეყნებთან ერთად, ვადგენთ აგრესიული ნაბიჯების გეგმას პანდემიის დასამარცხებლად, რათა დავიცვათ რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი და უზრუნველვყოთ ეკონომიკის სწრაფი დაბრუნება ჩვეულ კალაპოტში. ჩვენს წევრებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან დახურული მოლაპარაკების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება 6.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რათა დავაკმაყოფილოთ წევრი ქვეყნების გადაუდებელი საჭიროებები“,-განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა