ნინო ბურჯანაძე მთავრობას მოუწოდებს, ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინოს

პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინოს. ბურჯანაძის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს, რაც მისასალმებელია, თუმცა მისი მუშაობის შედეგები უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

„არ მინდა, რომ მოსახლეობაში პანიკა გავამძაფრო. აუცილებელია, ყველამ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ფრთხილად ვიყოთ, მაგრამ ყველანაირი პროგნოზით, უახლოეს მომავალში სერიოზული გამოწვევების წინაშე დავდგებით როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევევ ეკონომიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მივმართავ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად წარმოგვიდგინოს ანტიკრიზისული პროგრამა ეკონომიკური კუთხით. აუცილებელია, ვიყოთ ობიექტურები და ნათლად გავაანალიზოთ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდება. ეს არის მსოფლიო პრობლემა და ვერც საქართველო აიცილებს ამ კრიზისს თავიდან. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვახდინოთ აღნიშნული კრიზისის მინიმუმამდე შემცირება და ამის შესახებ მთავრობამ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ იცოდეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება.

პირადად ჩემი და იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია კეთილგანწყობილ რეჟიმში ხელისუფლებას მიაწვდის ყველა იმ ექსპერტის მოსაზრებებს, ვისი კომპეტენციაც საკმაოდ მაღალია და ვინც კრიზისების მართვა იცის.

ვფიქრობ, რომ ეს არის საერთო საქმე და საერთო პრობლემა. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება ანტიკრიზისულ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უსწრაფესად გააცნობს. აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება. აუცილებელია მოქალაქეებმა, რომელთა უმრავლესობა თვიდან თვემდე ხელფასზე ცხოვრობს, იცოდნენ, რას ელოდონ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო