გრიგოლ ვაშაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან, რადგან ახლა საზოგადოებას ერთიანობა სჭირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლების კრიტიკას წყვეტს, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ახლა საზოგადოებას ერთიანობა სჭირდება.

გრიგოლ ვაშაძე მედიკოსებს მადლობას უხდის და საზოგადოებას რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს.

„მინდა ჩემი მოკრძალებული ხმა შევუერთო ჩვენ გმირ ექიმებს, ჩვენ გმირ ექთნებს და ყველა ჩვენ თანამოქალაქეს ვთხოვო, რომ უპირობოდ, ზედმიწევნით დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენი მედიკოსები იძლევიან. ეს არის იმის გარანტია, რომ საქართველო ამ ეპიდემიის რუკაზე ისევ ისე წარმატებულ ქვეყნად დარჩება, როგორც ახლა ვართ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით.

ოპოზიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან, იმიტომ რომ ახლა საზოგადოებას სჭირდება ერთიანობა, საზოგადოებას სჭირდება თანადგომა და მთლიანად სახელმწიფომ, ყველა მოქალაქემ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ეპიდემია. ის, თუ რამდენად ეფექტური იყო ხელისუფლების ქმედებები, ამას განვსჯით მას შემდეგ, რაც ამ 21-ე საუკუნის შავ ჭირს მოვერევით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს