ვაჟა ვარდიძე - სინოდი ზიარების მიღების ფორმას თუ შეცვლის,  ეს არავითარი პრობლემა და სახეცვლილება არ არის

სინოდი ზიარების მიღების ფორმას თუ შეცვლის ეს არავითარი პრობლემა და სახეცვლილება არ არის. მთავარია დაცული იყოს ყველა ადამიანის, მორწმუნის უსაფრთხოება , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეოლოგმა ვაჟა ვარდიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მთავრია, მორწმუნემ ზიარება უსაფრთხოდ და დაცულად მიიღოს.

„ანუ, ზიარების წესის შეცვლით ზიარების არსი, მისდამი დამოკიდებულება კი არ იცვლება, არამედ მთავარია ქრისტიანული რწმენის აზრი, ზიარებაში რაც არის ხორცი და სისხლი ის მივიღოთ. კოვზით მივიღებ, თითებით მივიღებ, თუ რაღაც მოწყობილობით, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, - განაცხადა ვაჟა ვარდიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის გამო ღვთისმსახურების დროებით შესაძლო ცვლილებას, თეოლოგი განმარტავს, რომ ღვთისმსახურება, ლიტურგია ეკლესიის მიერ დადგენილი ფორმაა, რაც ისტორიის მანძილზე ყოველთვის იცვლებოდა და განვითარებას პოულობდა.

ცნობისთვის 20 მარტს, წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა, სადაც მღვდელმთავრები ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა