დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კიდევ 676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 2 626-ს მიაღწია. ახალი ვირუსით ქვეყანაში გარადაცვლილია 71 პაციენტი.

გარდა ამისა, როგორც BBC წერს, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი პირველ პატიმარს დაუდასტურდა.

პატიმარი სასჯელს მანჩესტერში იხდის და ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ხელისუფლების ინფორმაციით, ციხეში სხვა არც ერთ პატიმარს არ დაუდგინდა ვირუსი, თუმცა მიუხედავად ამისა, 13 პატიმარი და ციხის ადმინისტრაციის 4 თანამშრომელი პრევენციის მიზნით იზოლაციაში იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს