თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მისი და ექსპერტების უმეტესობის აზრით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება არ ფიქსირდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მისი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება ამ დროისთვის არ არის დაფიქსირებული.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნულ აზრს იზიარებენ ექსპერტებიც.

„ექსპერტების მოსაზრება გაიყო, ერთი შემთხვევა ჩათვლილიყო თუ არა, მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრებაა და რამდენადაც ვიცი, ექსპერტების უმეტესობისაც, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა თუ ვისგან დაიფინცირდა. ის მეტი ალბათობით, ამბობდა ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე არა. ამიტომ ეს არ არის მეოთხეული გავრცელება, ან თუ არის, ერთადერთი შემთხვევაა მხოლოდ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული პირი ის პაციენტი, რომლის დაინფიცირების წყაროც ცნობილი არ იყო, ცერცვაძე პასუხობს, რომ - კი.

„ამაზეა საუბარი, მაგრამ არ ვიცოდით - სწორი სიტყვა არაა. ამ პაციენტმა იცის ვისგან დაინფიცირდა, მაგრამ ძალიან დარწმუნებული არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა