თენგიზ ცერცვაძე - არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, საბედნიეროდ, მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ნომერ მესამე პაციენტის ტესტი კორონავირუსზე გადაგზავნილია და პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი. მისი განმარტებით, ვირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ნომერ მესამე პაციენტის ტესტი გაგზავნილია და ღამით პასუხს ველოდებით. ორი მძიმე პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და ერთი სხვაგან. არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ კარგი არა, მაგრამ მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 38 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს