გახანგრძლივებული არდადეგების დროს განათლების სისტემაში დასაქმებული პირები, მათ შორის მასწავლებლები ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ

გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში განათლების სისტემაში დასაქმებული პირები, მათ შორის მასწავლებლებიც კუთვნილ ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განუცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაზარალდება.

„ქვეყანაში ფორსმაჟორია. ეს არის სიტუაცია, რომელსაც არავინ ელოდებოდა და არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ უნდა დაზარალდეს ამის გამო. შესაბამისად, სკოლის ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი თუ მასწავლებლები შეუფერხებლად მიიღებენ ხელფასს“, - განაცხადა დგებუაძემ.

რაც შეეხება სწავლის განახლების ზუსტ თარიღს, დგებუაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის პროგნოზირება რთულია.

მისივე განმარტებით, განათლების სამინისტრო ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს.

„ეს დამოკიდებულია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი უწყებათაშორის საბჭოზე და იქ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სწორედ იქ ხდება განხილვა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების, რაზეც მთელი პაკეტი დგება. გვექნება რეკომენდაცია არდადეგების გაგრძელებაზე თუ სასწავლო პროცესის აღდგენაზე, რა თქმა უნდა, ამას საჯაროდ გავაჟღერებთ. ამ ეტაპისთვის ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ სასწავლო პროცესი გახანგრძლივდეს თუ არა, ჩვენ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია.

საწავლა ერთი ორი ან სამი თვით გადაიდო, ან თუნდაც სასწავლო პროცესშიც ვერ აღვადგინეთ, ჩვენ მოქმედების სხვადასხვა სცენარი გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს შემუშავებული ინსტრუქციებიც“, - განაცხადა დგებუაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას მასწავლებლები გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა