ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება

ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

თუმცა, როგორც დგებუაძემ აღნიშნა, კორონავირუსის გამო, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სამინისტრო სხვა სცენარებსაც განიხილავს.

„ამ ნაწილში ჩვენ აქტიურად განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს. ამ ეტაპისთვის რჩება ძალაში გამოცდების იგივე რეჟიმში ჩატარება, რაც დაგეგმილია. რეგისტრაცია სრულდება 30 მარტს. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია შეიცვალა, სამინისტრო ასევე განიხილავს ყველა სხვა ვარიანტს“, - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, განხილულ სცენარებში გამოცდების გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

„ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხი არ განიხილება. რა ტიპის დაშვებას გამოვიყენებთ ეს არის დამოკიდებული იმ პროცესებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეროვნული გამოცდები ჯერჯერობით ძალაში რჩება იმ ვადებში, რაც გაცხადებული გვაქვს. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, გავაჟღერებთ იმ ვარიანტს, რომელიც იქნება მორგებული, მისაღები და ადეკვატური არსებული სიტუაციისთვის“, - აღნიშნა დგებუაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა