ექიმების მხარდასაჭერად საქართველოში „მადლიერების ტაში“ გაიმართა

საქართველოში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად აქცია „მადლიერების ტაში“ გაიმართა. ამ ფორმით მოქალაქეებმა ზუსტად 21:00 საათზე მადლიერება გამოხატეს სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მიმართ. ტაშთან ერთად გაისმა საქართველოს ჰიმნიც.

აქციით მოქალაქეებმა სამედიცინო პერსონალთან ერთად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც გაამხნევეს.

„მადლიერების ტაში“ მიეძღვნა არამხოლოდ ქართველ ექიმებს, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველა მედიკოსს.

აქცია მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: მქუხარე ტაში და ოვაციები ქართველ ექიმებს - რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში "სოლიდარობის ტაშის" დროს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა