სამართალდამცავები პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი შვილის ავტომობილს  ჩხრეკენ

სამართალდამცავები მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი შვილის ავტომანქანას ჩხრეკენ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მიმდინარეობს.

სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ქავჭავაძის გამზირზე ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისშიც ჩაატარეს.

არსებული ინფორმაციით, ბურჭულაძეების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

ცნობისთვის, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ გაავრცელა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს