ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ბავშვებს, შესაძლოა, ჰქონდეთ კორონავირუსის მძიმე ფორმა, მაგრამ მთლიანობაში იოლად იტანენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, კორონავირუსი ბავშვებში მძიმედ განვითარდეს, მაგრამ, ჯერჯერობით, ბავშვები დაავადებას მსუბუქად იტანენ. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის საგანგებო დაავადება ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები ავადდებიან „COVID-19“-ით. რაც შეეხება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემთხვევების რაოდენობას, ბავშვთა შორის დაავადება გაცილებით ნაკლებია უფროსებთან შედარებით. მთლიანობაში, ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც დაავადდებიან, დაავადებას გადაიტანენ იოლი ფორმით, მაგრამ ეს არ არის უნივერსალური. ჩვენ ვიცით იმის შესახებ, რომ ჩინეთში რამდენიმე ბავშვმა დაავადება მძიმედ გადაიტანა და ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ამგვარად, უნდა მოვემზადოთ, რომ ბავშვებს, შესაძლოა, ჰქონდეთ დაავადების მძიმე ფორმა, მაგრამ, მთლიანობაში, ისინი მას იოლად იტანენ “ , - განაცხადა კერკჰოვემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო