დონალდ ტრაპმა თავს "ომის პერიოდის პრეზიდენტი" უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს "ომის პერიოდის პრეზიდენტი" უწოდა, კორონავირუსის ძლიერი კრიზისის ფონზე.

კითხვაზე ხედავს თუ არა ქვეყანას ომში დაავადებასთან, ტრამპმა უპასუხა: "მე ასე ვუყურებ".

”მე ასე ვხედავ - გარკვეულწილად, როგორც ომის დროის პრეზიდენტი”, - აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ ისინი უხილავ მტერს დაამარცხებენ.

ტრამპმა აშშ-ის მოქალქეები შეაქო გამოწვევასთან რეაგირების გამო.

”ამერიკელი ხალხი წარმოუდგენელი იყო”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი აშშ-ს 50-ივე შტატშია დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 135-ს შეადგენს. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა აშშ-ში 8000-ს აჭარბებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა