კორონავირუსის გამო დიდ ბრიტანეთში სკოლები იხურება

კორონავირუსის გამო, პარასკევიდან დიდ ბრიტანეთში სკოლები, კოლეჯები და საბავშვო ბაღები იხურება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლებისა და ბაღების დახურვის შემდეგ მშობლებმა ბავშვები ბებია-ბაბუებს არ უნდა დაუტოვონ, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ჯგუფს წარმოადგენენ.

დიდ ბრიტანეთში „COVID-19”-ით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 104-ს მიაღწია. ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები 2 6 226-მდე გაიზარდა. კორონავირუსზე ტესტი სულ 56 221 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ნეგატივი პასუხი 53 595-მა აჩვენა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა