"ბიბისი" - ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრებათ

აზიის ქვეყნებს - ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს -კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრებათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ბრუნდებიან, - ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, თუმცა იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა.

დაინფიცირების შემთხვევებმა იმატა სამხრეთ კორეაშიც, სადაც 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა უცნობია, რამდენია მათ შორის იმპორტირებული შემთხვევების ზუსტი რაოდენობა.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა სინგაპურში და აქედან 33 იმპორტირებული შემთხვევაა.

„აქცენტი ევროპასა და აშშ-ზეა გადატანილი, მაგრამ ახალი რიცხვები მიანიშნებს, რომ აზიაში ვირუსის გავრცელების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია,“- წერს გამოცემა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 216 000 მიაღწია, დაღუპულთა რაოდენობა კი 8 749-მდე გაიზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა