„ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

„ნენსკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნენსკრა ჰესიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომლების ჯანმრთელობის დასაცავად და კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად „ნენსკრა ჰიდრომ“ საქართველოში ვირუსის გავრცელებისთანავე მიიღო რიგი პრევენციული ზომები. კერძოდ, კომპანიამ აკრძალა თანამშრომლების მივლენა რისკ-ჯგუფის ქვეყნებში, გააუქმა შეხვედრები სამუშაო გარემოში, მოუწოდა თანამშრომლებს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ და საჯარო თავშეყრის ადგილებში მოძრაობისგან თავის შეკავებისკენ, უზრუნველყო სამუშაო გარემოში სისტემატური სადეზინფექციო ღონისძიებების გატარება, აღჭურვა ოფისი შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით და თანამშრომლებს დამცავი ნიღბები დაურიგა.

„ვითარების გაუარესების თავიდან ასარიდებლად „ნენსკრა ჰიდროს“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, 19 მარტიდან გადასულიყო დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. საჭიროების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას იმისათვის, რომ დაიცვას ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებული რისკისაგან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა