მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული მეორე და მესამე პაციენტისთვის ტესტის გაკეთებას არ ჩქარობენ, რადგან გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა 3 კვირამდე გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებული მეორე და მესამე პაციენტის გამოჯანმრთელების დასადგენად ტესტის გაკეთებას არ ჩქარობენ, რადგან გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა 3 კვირამდე გაიზარდა.

„ჯერჯერობით სიახლე არ არის. გარკვეულწილად გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა, რომელიც ადრე მოცემული იყო როგორც კრიტერიუმი - მსუბუქ შემთხვევაში 2 კვირა, გახანგრძლივდა სამ კვირამდე, ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ ამ პაციენტების ტესტირებას და ვცდილობთ, რომ გამოჯანმრთელების პერიოდს მიუახლოვდეს. სამი კვირის თავზე, ალბათ, ჩატარდება გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ტესტირება COVID-19-ზე და შემდეგ, განმეორებითი ტესტირება, ამიტომ ცოტა დავაგვიანეთ შემდგომი პაციენტების ტესტირება,“-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა