განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, სხვაგვარ ძალადობასა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევაში ბრალდებული ბ.ც. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, ბ.ც.-მ მისივე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ვ.ჭ. - ს გულმკერდის და კისრის არეში ნაჯახით ჭრილობები, ხოლო ა.გ.-ს დანით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ვ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა. ამასთანავე, ბ.ც. 2019 წლის 7 დეკემბერს, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა იმავე სოფელში მდებარე ვ.ტ.-ს საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

„სამართალდამცველებმა ბ.ც. 2019 წლის 8 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბ.ც. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა