ლევან რატიანი - სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ ცხრა პაციენტის ტესტია გაგზავნილი.

„ჩვენთან სამ პაციენტს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. ორი ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, მაგრამ ჩატარებული მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა გვაქვს. პირველ პაციენტს, 47 წლის ქალბატონს, შემოყვანისას ჰქონდა მძიმე სომატური პათოლოგიები. მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა. ამ ეტაპისათვის მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლები დადებითია. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, რომლის მდგომარეობაც ასევე მძიმე იყო, ბოლო 24 საათის განმავლობაში მას ცხელება არ ჰქონია. რაც შეეხება მესამე დაინფიცირებულს, ამ მამაკაცთან მდგომარეობა ისედაც სუბკლინიკური ფორმით იყო გამოხატული. დღეისათვის მისი მონაცემებით არც ეს ჩივილი არ არის. ამ ეტაპზე სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა დადებითი კლინიკური მაჩვენებლებით არის.

გუშინ მივიღეთ 52 საეჭვო შემთხვევა, დღეს გაგზავნილია 9 პაციენტის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასაუხებს. ეტაპობრივად ხდება მისი გაგზავნა. საერთო ჯამში, ამ დროისთვის, კლინიკაში იმყოფება 80 პაციენტი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 გამოჯანმრთელებულია.

იხილეთ ვიდეო: საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტიდან ერთს მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო