ნათია თურნავა - პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები შეიძლება გამოვიყენოთ მრავალჯერ, ირეცხება

ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა. იგი კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და პირბადეების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა პირბადის შეკერვაში თავად მიიღო მონაწილეობა.

ნათია თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე პირბადეები იმ კატეგორიას გადაეცემა , რომელსაც ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან აქვს. მისივე თქმით, შემდეგ კი პრიორიტეტი ბიზნესსექტორში დასაქმებულები იქნებიან .

,,პირბადეები მსოფლიოში წარმოადგენს ძალინ დიდ დეფიციტს. ძალიან მაღალია მოთხოვნა და ძალიან დიდი აუცილებლობა გახდა საქართველოში, კორონავირუსის გამოწვევიდან გამომდინარე, ადგილზე სწრაფად დაგვეორგანიზებინა პირბადეების წარმოება. დღეს ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც არის პრემიერ -მინისტრის და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით. საქართველოში, სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება. პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მრავალჯერ, ირეცხება. თავისი ინსტრუქცია მოყვება. ხოლო უფრო სპეციფიური მოხმარების დროს, მაგალითად, სამედიცინო მუშაკებისთვის იქნება ერთჯერადი. ეს პირბადეები იკერება ათამდე სამკერვალო ფაბრიკაში, ვინც გამოთქვა სურვილი ჩაერთოს ამ პროგრამაში. ამ ეტაპზე სახელწიფო თვითონ ქმნის მარაგს, რადგან ნედლეულების მოწოდება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვართ კონტაქტზე და და ამ კონტაქტებს ვიყენებთ იმისათვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს დოლბანდის ნედლეულის მოწოდება. ამჟამად გვაქვს საკმარისი მარაგი იმისთვის, რომ პირველი პარტიის დამზადება დაიწყოს და პირველი პარტია იქნება გადანაწილებული სახელწიფოს მიერ იმ მოხელეთა კატეგორიებზე, ვისაც აქვს ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან, ხოლო ამის შემდეგ პრიორიტეტშია ის ბიზნესები , სადაც ასევე დასაქმებული ადამიანები არიან გარკვეული მაღალი რისკის ქვეშ. შემდეგ რა თქმა უნდა, კომერციულ სექტორში გავა პირბადეები, ოღონდ ფასის კონტროლით“, - განაცხადა ნათია თურნავამ .

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა