ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რომ ფასების ზრდა არ იქნება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ფასების შეკავების მექანიზმი არა 7, არამედ 9 პროდუქტზე იმოქმედებს და ამას სახელმიწფო ბიზნეს სექტორთან შეთანხმებით უზრუნველყოფს. აღნიშნული განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოახსენეს ინფორმაცია თუ რა ვითარებაა სააკვებ მარაგებთან მიმართებით. როგორც აქამდე, ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვები მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. გუშინ, როგორც მოგეხსენებათ, მიღებული იყო გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით შეგვექნა ფასების შეკავების მექანიზმი. ეს მექანიზმი უკვე პრაქტიკულად არის შეთანხმებული როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნეს სექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რომ ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რომ ფასების ზრდა არ იქნება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა